ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დღეის მონაცემებით ჯამში 105 ადამიანია ინფიცირებული ,აქედან სტაციონარში იმყოფება 15.მუნიციპალიტეტში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 24 ადამიანია გარდაცვლილი,ბოლო 24 საათში ლეტალობის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ხარაგაულში სკოლის მოსწავლეები არიან ინფიცირებულები,სულ სამი არასრულწლოვანი.საუბარია წყლაფორეთისა და ხევის სკოლების მოსწავლეებზე.სოფელ წყლაფორეთის სკოლა დახურულია და ონლაინ რეჟიმზეა გადასული.სოფელ ხევში კი იზოლაციაში მხოლოდ ერთი კლასი იმყოფება.