ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის,ნატო მაჩატიძის ინფორმაციით,მუნიციპალიტეტში სკოლის ე.წ.კლასტერები გამოიკვეთა. დიმის პირველი საჯარო სკოლის მესამე და მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით პედაგოგები და მოსწავლეები იზოლაციაში იმყოფებიან.სკოლაში ვირუსი 2 პედაგოგს და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა.ხანის საჯარო სკოლაში მეშვიდედან მეთორმეტეს ჩათვლით იზოლაციაშია კოლექტივი და მოსწავლეები ,სოფელ წყალთაშუას სკოლის ერთი ჯგუფია იზოლაციაში,ასევე სოფელ ხანის საბავშვო ბაღის პედაგოგი და მენეჯერი იზოლაციაში იმყოფებიან. რაც შეეხება ვაქცინაციას,მუნიციპალიტეტში,6540 აცრაა ჩატარებული.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდი 2542 ადამიანს დაუდასტურდა.ბოლო 24 საათში ვირუსი 27 პაციენტს დაუდგინდა,მათ შორის ერთი 4 თვის ბავშვია.იზოლაციაში 409 პირი იმყოფება. მუნიციპალიტეტში ჯამში 2363პაციენტია გამოჯანმრთელებული.