ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 102 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, რომელთა უმრავლესობა თერაპიულ განყოფილებაში წევს. საშუალო სიმძიმის პაციენტთა შორის არიან ბავშვები. მათი რაოდენობა 18ს შეადგენს. კლინიკაში მხოლოდ სამი თავისუფალი ადგილია.
რაც შეეხება ორსულებს,კლინიკა "ბომონდი"ერთადერთია ქუთაისში,რომელიც ფეხმძიმე.ინფიცირებულებს იღებს.ამ დროისთვის საავადმყოფოში 11 ორსული მკურნალობს, მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.