Covid19-ით გარდაცვლილი პაციენტებიდან ორი იმერეთში მკურნალობდა
Covid19-ით გარდაცვლილი პაციენტებიდან ორი იმერეთში მკურნალობდა
. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი შეიყვანეს, 9 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში 64 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
" 24 საათის განმავლობაში მივიღეთ 3 და გამოვაჯანმთელეთ 9 პაციენტი. კლინიკის ბოქსირებულ პალატებში მკურნალობას 64 კოვიდდადებითი პაციენტი განაგრძობს,მათგან კრიტიკულად მძიმეა 2 პაციენტი",-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი, ჯამში 148 პაციენტმა დაამარცხა.
კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 117 იმერეთში დადასტურდა. აჭარაში 207, თბილისში - 168 , გურიაში -8, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში 5-5 შემთხვევა , სამეგრელო და ზემო სვანეთში - 24, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 25.
კრიტიკულად მძიმეა 50 პაციენტი, მათგან 7 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათ რაოდენობა 6867-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 102-მდე გაიზარდა.
ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ვირუსი 20-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა უკვე დატოვეს. მათ შორის არიან ბავშვები და ორსულები.
ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.ვირუსი სხვადასხვა კლასში ოთხ მშობელს და ასევე ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. შესაბამისად სასწავლო დაწესებულება 12 დღიან ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. სკოლის დირექტორის, სალომე სარალიძის ინფორმაციით, მასწავლებლის ინფიცირების წყარო სავარაუდოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტია. სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში 62 წლის მამაკაცი Covid19-ით გარდაიცვალა.
ქალაქის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომაზე , 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In პოლიტიკა25 დეკემბერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიის ფარგლებში, დაგეგმილია საახალწლო…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოებახვალ, 25 დეკემბერს, საჩხერეში ნაძვის ხე აინთება.ღონისძიება 18:30 საათზე დაიწყება.(თავისუფლების ქუჩა) 29 დეკემბერს კი საჩხერის მერიის მიმდებარე…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოებადღეს, 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურელი მაღაროელების სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრალდებულები სხდომაზე…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა წინასაახალწლო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების…
სამშაბათი დეკემბერი 23
In საზოგადოება