ქუთაისის N2 საჯარო სკოლის პირველ და მე-6 კლასის მოსწავლეებს Covid-19 დაუდასტურდათ
ქუთაისის N2 საჯარო სკოლის პირველ და მე-6 კლასის მოსწავლეებს Covid-19 დაუდასტურდათ
კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 91 იმერეთში დადასტურდა.
აჭარაში-190, თბილისში - 179 ახალი შემთხვევაა, იმერეთში - 91, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში -10 პაციენტი, კახეთში -11, მცხეთა-მთიანეთში -3, გურიაში -3, სამცხე-ჯავახეთში -1 შემთხვევაა დადასტურებული.
კრიტიკულად მძიმეა 63 პაციენტის მდგომარეობა.ბოლო 24 საათში კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 72-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 5866 -ს შეადგენს.
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებით ხანდაზმული ქალბატონი გარდაიცვალა.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი დაემატაა, ორი კი გამოჯანმრთელდა. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე 69 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
"24 საათის განმავლობაში მივიღეთ ოთხი და გავწერეთ ორი პაციენტი. კლინიკაში მკურნალობას 69 პაციენტი გადის,მათ შორის 13 ბავშვია. მათგან მძიმეა ცხრა, კრიტიკულად მძიმე სამი პაციენტი",-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში 128 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.მხარის რწმუნებულმა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაფასა, მისი განცხადებით, მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების და ადგილობრივი თვითმმართველობების მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობა.
ქალაქის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომაზე , 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In პოლიტიკა25 დეკემბერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიის ფარგლებში, დაგეგმილია საახალწლო…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოებახვალ, 25 დეკემბერს, საჩხერეში ნაძვის ხე აინთება.ღონისძიება 18:30 საათზე დაიწყება.(თავისუფლების ქუჩა) 29 დეკემბერს კი საჩხერის მერიის მიმდებარე…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოებადღეს, 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურელი მაღაროელების სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრალდებულები სხდომაზე…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა წინასაახალწლო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების…
სამშაბათი დეკემბერი 23
In საზოგადოება