სიმპტომის მქონე მოქალაქეებს ინტენსიური ტესტირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კორონავირუსზე უფასო, სწრაფი ტესტის ჩატარება, იმერეთის რეგიონის მასშტაბით შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:
სიმპტომის მქონე მოქალაქეებს ინტენსიური ტესტირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კორონავირუსზე უფასო, სწრაფი ტესტის ჩატარება, იმერეთის რეგიონის მასშტაბით შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით 80 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ასაკოვან ქალს ვირუსთან ერთად თანმდევი, ქრონიკული დაავადებები ქონდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას 80 პაციენტი განაგრძობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 988 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 137 499-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა.
6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 1 362. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 135 , მათ შორის, იმერეთში - 251. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან იმერეთში - 52.
3 744 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, აქედან , 422 - იმერეთში.
15 204 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 267 ადამიანი, მათ შორის, იმერეთში - 28.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 165 ადამიანი, აქედან , იმერეთში - 5 509.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 9 442 ტესტი, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR.
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექცია ისეთმა პაციენტებმა დაამარცხეს, რომელთაც ვირუსი გართულებული ფორმით ჰქონდათ და თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდათ.
კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა სამტრედიის მკვიდრი, 67 წლის ქალბატონი. მას ორმხრივ პნევმონიასა და უჰაერობასთან ერთად, ტოქსიკური ჩიყვი, გულის იშემიური დაავადება, გულზე სტენტირების შემდგომი პერიოდი და ვენების ვარიკოზი ჰქონდა.
კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა ქუთაისის მკვიდრმა 69 წლის მამაკაცმა. პაციენტი 18 დღის განმავლობაში ჟანგბადდამოკიდებული იყო. მას ასევე აღენიშნებოდა ორმხრივი ჰიდროთორაქსი.
კოვიდცენტრში ამ დროისთვის 130 პაციენტია მოთავსებული. კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიან ინფიცირებული ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები.
საჩხერის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დაინფიცირდნენ
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 615 შემთხვევა, აჭარაში - 491, იმერეთში - 564, ქვემო ქართლში - 395, შიდა ქართლში - 253, გურიაში - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 433, კახეთში - 236, მცხეთა-მთიანეთში - 175, სამცხე-ჯავახეთში - 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434. მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 994, აჭარაში - 1 035, იმერეთში - 1 334.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 493, აჭარაში - 157, იმერეთში - 245. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 88, იმერეთში - 48.
3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 - თბილისში, 1 942 - აჭარაში, 428 - იმერეთში. 16 568 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 282 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -346, აჭარაში - 262, ხოლო იმერეთში - 28.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 296 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 799 პირი, აჭარაში - 11 495, იმერეთში - 5 316.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ.…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოებადედის დღედ 3 მარტი 33 წლის წინ,საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ …
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოება3-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოებახარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტისა…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაიმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 4…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოება