თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის სამედიცინო ცენტრში გრიშა ბაღდავაძეს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.
მამაკაცმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება სამეურნეო იარაღით, ეგრეთ წოდებული ლომით იმ დროს მიიღო, როდესაც ის ჭის ამოთხრის სამუშაოებს აწარმოებდა.პაციენტი კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.ჭრილობა გულმკერდის მარჟვენა წინა კედელზე ქონდა მიღებული, დაზიანებული ქონდა ღვიძლი, მსხვილი ნაწლავი, მენჯის ღრუ და ბარძაყის ზედა ნაწილი. მას ურთულესი ოპერაცია ქირურგმა , გადაუდებელი თორაკო-აბდომინური ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ტყებუჩავამ გაუკეთა.
გრიშა ბაღდავაძე ამ დროისთვის სახლშია გაწერილი,მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.