დღეს საქართველოში ვაქცინაციის პროცესი იწყება."ასტრაზენეკას" 43 200 დოზა ვაქცინა საქართველომ "კოვაქს პლატფორმიდან" შაბათს, 13 მარტს მიიღო.ვაქცინა უკვე განაწილებულია ქვეყნის 82 სამედიცინო დაწესებულებაში.
Covid-19-ის ვაქცინაციისთვის ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პრესონალის რეგისტრაცია მიმდინარეობს. წუხელ გვიან ღამის მონაცემებით,პორტალზე უკვე რეგისტრიტებულია ჯანდაცვის სფეროს 2067 მუშაკი.სწორედ ეს სფეროა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მიხედვით პრიორიტეტული და პირველ ეტაპზე ვაქცინა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულებს გაუკეთდებათ,იქნება ეს ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ). ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.
დღეს ქუთასში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 399 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 012 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 387 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 268 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 989-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.46%.
ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 233 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 268 237-მდე.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 648 პირი ემსხვერპლა.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 268 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 141 შემთხვევა, აჭარა - 12, იმერეთი - 46, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 16, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 15, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 078, საიდანაც: 1 338 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 682, აჭარაში - 140, იმერეთში - 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 272 პირი, მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 23, იმერეთში - 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 6. 136 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 104 - თბილისში, 30 - აჭარაში. 1 604 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 251 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 140, ხოლო აჭარაში - 14.
სულ 6 ოქტომბრიდან - 13 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 632 პირი.
ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 499 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 548 პირი, აჭარაში - 492, იმერეთში - 647.