BBS ,,სამ მუშკეტერზე’’
BBS ,,სამ მუშკეტერზე’’
კორონავირუსის ახალი შემოტევა მსოფლიოში
კორონავირუსთან დაკავშირებული სიახლეები აქტუალურობას არ კარგავს. უფრო და უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ვაქცინის შექმნას, თუმცა მანამდე პანდემიასთან ბრძოლის ,,დექსამეტაზონისეული’’ მეთოდი გახდა მსჯელობის საგანი.
როგორც ცნობილია, ,,დექსამეტაზონი’’ კოვიდით დაავადებულ მსუბუქ პაციენტებზე გავლენას არ ახდენს, სამაგიეროდ მძიმე ფორმის პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში- ვისაც ჟანგბადის მიწოდება სჭირდება, ან ხელოვნურ ვენტილაციაზეა- კარგი შედეგები აჩვენა. ამ იაფმა პრეპარატმა შეამცირა სიკვდილიანობა 40-დან 28 პროცენტამდე.
პრეპარატით მკურნალობა ათი დღე გრძელდება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ,,დექსამეტაზონის’’ ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში ეს სიახლე სასარგებლო იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის.
ავტორი ანი გურამიშვილი
პირველად დასავლეთ საქართველოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკაში "საროველის" პაციენტთა სკოლა დაფუძნდა
ვრცლად იხ. სიუჟეტი.
მოწამეთობა,იგივე ორწიფობა სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთაში ყოველწლიურად15 ოქტომბერს აღინიშნება.
მოწამეთას მონასტერში ამ დღეს სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ტარდება.
გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე აწამეს მურმან ყრუს შემოსევის დროს,მერვე საუკუნეში .მართლმადიდებელმა ეკლესიამ არგვეთის მთავარები წმინდანებად შერაცხა
სვეტიცხოვლობა, იგივე მცხეთობა საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 14 ოქტომბერს აღინიშნება. წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ეკლესიებში აღინიშნება, თუმცა მთავარი ადგილი, სად მრევლი იკრიბება, ქალაქი მცხეთაა.
ქრისტეს კვართი საქართველოში ელიოზმა და ლონგინოზმა- მცხეთაში მცხოვრებმა ებრაელებმა, ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართთან ერთად დაკრძალა. მის Საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
ქრისტეს კვართისა და ქართლის გაქრისტიანების სურვილმა, წმინდა ნინო იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოიყვანა. მან ამცნო მეფე მირიანს უდიდეს სიწმინდის შესახებ, რომ სასახლის ბაღში იყო დაკრძალული უფლის კვართი და ილია წინასწარმეტყველის ხალენი. მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის დროს, წმინდა ნინოს რჩევით, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. Მირიან მეფის ბრძანებით, Სწორედ ამ ხისგან ეკლესიისთვის 7 სვეტი დაამზადეს, რომლიდანაც ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა ნინომ იხილა „ხილვა განსაკრთომელი:“ – ნათლის სვეტი ცეცხლის სახით ჩამოვიდა ზეციდან და იმ გადაჭრილის ნაძვის ძირიდან, საიდანაც მოკვეთეს, ხუთიოდე მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. გაღვიძებულს სვეტი აღმართული დახვდა. ქართველებს მუდამ სწამდათ, რომ კვართი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული.
V საუკუნის მე-2 ნახევარში, Ხის პირველი ეკლესიის დანგრევის შემდეგ, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო.
სვეტიცხოვლობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული - 1991 წლიდან აღინიშნება.ამ დღეს უქმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა…
შაბათი ნოემბერი 01
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ…
შაბათი ნოემბერი 01
In საზოგადოებაგვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
პარასკევი ოქტომბერი 31
In პოლიტიკაქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ელეონორა არჩაია განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელი…
ხუთშაბათი ოქტომბერი 30
In პოლიტიკაქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ქართულმა ოცნება,, შეიქმნა. დღესვე ფრაქციის პირველი სხდომა გამირთა. თავმჯდომარედ ქუთაისის საკრებულოს…
ხუთშაბათი ოქტომბერი 30
In პოლიტიკა