ქუთაისში,კოვიდმიმღებ კლინიკა ,,ბომონდში,, 40 არასრულწლოვანი მკურნალობს.მათი ასაკი ერთი თვიდან 12 წლამდეა.ბავშვებს ვირუსი ტემპერატურით აქვთ გამოხატული,ნაწილ მათგანს მსუბუქი პნევმონია აღენიშნება.საერთო ჯამში მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება ორუსლებს, საავადმყოფოში 30 ორსული და მელოგინე მკურნალობს,ნაწილის მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო ნაწილის საშუალო სიმძიმისაა.,,ბომონდი,, ჰიბრიდულ რეჟიმსი მუშაობს, ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში თავისუფალი ადგილები არის.