- პოლიტიკა
- გადასვლები: 1210
მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა.
გვინდა და გადაწყვეტილი გვაქვს ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება და შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვის და ნაკლები მოტივაია გვექნება იმ სემთხვევაში, თუ გაიმარჯვებდა ოპოზიციონერი კანდიდატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განსაზღვრული დაფინანსება ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, თუმცა დამატებითი ბერკეტები მთავრობის ხელშია.
„დაფინანსება, რაც არის განსაზღვრული, ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, მაგრამ მთავრობის ხელში არის დამატებითი ბერკეტები. უამრავი პროექტის დაფინნსება შეგვიძლია ცენტრალურ მთავრობას და ასეც ხდება. ბიუჯეტის გაზრდაზე როცა ვსაუბრობთ, გუშინ მე დავაანონსე, რომ ქუთაისს და დიდ ქალაქებს მინდა, რომ გავუზარდო. გვინდა და გადაწყვეტილი გვაქვს ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება. შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვის და ნაკლები მოტივაია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ოპოზიციონერი კანდიდატი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქუთაისში ვიზიტსა და გაკეთებულ განცხადებებს პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ეხმაურება.გიორგი გოგუაძემ საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელში დააფიქსირა.
"დღევანდელი ქართული ოცნების პრობლემა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ქუთაისში გაკეთებულ განცხადებებში ჩანს. მათ არ შესწევთ ძალა რეალობას გაუსწორონ თვალი, ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე, შესთავაზონ გამოწვევებიდან გამოსასვლელი გზა საზოგადოებას, აჩვენონ პროგრესი და უკეთესად ცხოვრების პერსპექტივა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის შესახებ ისაუბრა.
"რაც შეეხება ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას, მესმის, რომ მოსახლეობაში ამაზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო, თუმცა, ასევე შეგახსენებთ იმას, რომ როცა ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა გადაწყდა, სააკაშვილის ხუშტურებს და მის გადაწყვეტილებას დედა-შვილი შეეწირა. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ 350 მილიონი გადაიხადეს აბსოლუტურად უსარგებლო შენობაში, როცა თბილისში ისტორიულად იდგა, დგას და იქნება პარლამენტის შენობა. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ეს ქუთაისელებისთვის კი არ გააკეთა, თავის დროზე სააკაშვილმა პარლამენტის გადმოტანა, არამედ, აქციები მისი მოკლე ჭკუით არ ყოფილიყო თბილისში. როგორც დაგეგმა მისი შემოსვლა და ციხეში ამოყო თავი, ასევე დაგეგმა თავისებურად პარლამენტის გადმოტანა. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ არჩევნების შემდეგ, მომდევნო 3 წელი კონცენტრირება მოვახდინოთ საქმეზე, ხალხის პრობლემების გადაჭრაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, პროგრესზე, განვითარებაზე. ეს იქნება ჩვენი მთავარი სალაპარაკო. არჩევნების შემდეგ, გთხოვთ, აღარ მკითხოთ პატიმარ სააკაშვილზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს შეხვედრა გვქონდა წყალტუბოს შტაბთან, ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ჩავატაროთ მშვიდობიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ წინასწარი მონაცემებით და კვლევებით მმართველი გუნდი ყველა მუნიციპალიტეტში იმარჯვებს, არ უნდა იყოს მოდუნების საფუძველი.
„პირიქით, ყველა ამომრჩეველი უნდა მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი ხმა და არჩევანი გააკეთოს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას გარდა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი ოპონენტების, ამ დესტრუქციული ოპოზიციის ნერვიულობის საბაბი, მათ საკმარისზე მეტი მიზეზი აქვთ, რომ ინერვიულონ, თუმცა სრულიად მიუღებელია ის პანიკა და ისტერია, რომელიც მათგან მომდინარეობს. გასაგებია, რომ მათი ერთადერთი ამოცანა არის ახლა ჩვენი მოსახლეობის, საკუთარი ამომრჩევლის დაძაბვა.
ჩვენი ხელწერა ყველამ კარგად გაიგო, რომ 9 წელია, ჩვენ ქვეყანას ვმართავთ დემოკრატიული გზით. ჩვენზე ჰუმანური და დემოკრატიული ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენი მიღწევები და შედეგები მაძლევს ამის თქმის საშუალებას. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას. ჩვენ ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, მოგეხსენებათ, ქვეყანაში 3 წელი აღარ გაიმართება არჩევნები და გადავიდეთ რეალური პრობლემების მოგვარებაზე, ჩვენი ხალხის პრობლემების გადაწყვეტაზე, სამუშაო ადგილების შექმნა, ახალი პროექტების განხორციელება. წყალტუბოში, მაგალითად, გრანდიოზული პროექტები გვაქვს დაგეგმილი და რა თქმა უნდა, აუცილებელია და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წყალტუბოს მერი ასევე იყოს ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელი და უნდა იყოს სრულ კოორდინაციაში ცენტრალურ მთავრობასთან.
რა თქმა უნდა, ამ კოორდინაციის გარეშე იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი და ეს გვაჩვენა იმ პრეცედენტმა, რომელიც შეიქმნა ოზურგეთსა და თიანეთში, როდესაც ჩვენი მერი არ იყო არჩეული მერი, არამედ სხვა ოპოზიციური კანდიდატი იყო და 4 წელი იყო მუდმივი საბოტაჟი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა ამ მუნიციპალიტეტებში. რეალურად ხალხი დაიჩაგრა, ხალხამდე ვერ მივიდა ის სიკეთეები და გასაკეთებელი საქმეები, რომელიც შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, შეიკრას მთლიანი ჯაჭვი და ერთიანი ენერგიით ბოლომდე გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი საქმე“, - აღნიშნა პრემიერმა.
ქუთაისი–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი გზიდან…
კვირა ივლისი 26
In საზოგადოება26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა…
კვირა ივლისი 26
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და…
შაბათი ივლისი 25
In საზოგადოებაწყალტუბოს არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ…
შაბათი ივლისი 25
In სპორტიტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში გაიხსნა. ჰაბი პრემიერ-მინისტრმა გახსნა . ,,მოხარული ვარ,რომ დღეს…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, პირველ მოადგილე პაატა ბუცხრიკიძესთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და…
პარასკევი ივნისი 26
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
სამშაბათი მარტი 10
In პოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას…
შაბათი თებერვალი 28
In პოლიტიკამთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14…
სამშაბათი თებერვალი 24
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის…
პარასკევი დეკემბერი 26
In პოლიტიკა