ამ დროის მონაცემებით ქუთაისის 124 უბნიდან 111 უკვე დათვლილია.არჩევნებზე 68 509 ამომრჩეველი მივიდა ,რაც 44 53%-ია.2017 წელს ეს მაჩვენებელი 35.36 % იყო. წინასწარი მონაცემები მედიას ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააცნო.
პარტიული მონაცემები ასეთია-მესამე ძალა -სტრატეგია აღმაშენებელი 3.31%,ევროპული საქართველო 1.08% ნაციონალური მოძრაობა 37 , 68 %.ელისაშვილი-მოქალაქეები 1.08% პატრიოტთა ალანსი 1.16%, ლელო 2.03%, ლეიბორისტული პარტია 1.70%, ახალი ქრისტიან დემოკრატები-გოგი წულაია 0.51 %, გახარია საქართველოსთვის 6, 69 %, ქართული ოცნება 39 ,25%.
მერობის კანდიდატების მაჩვენებელი ქუთაისში ასეთია-ანდრო ლოსაბერიძე 5.05% ,ხატია დეკანოძე 43 ,20 %, გიორგი გოგუაძე 8, 65 %, ირინა საღინაძე 1, 47 %, იოსებ ხახალეიშვილი 41, 56%.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 50-მდე საჩივარი შევიდა.