დღეს ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები დაიწერა. საბოლოო შედეგების მიხედვით ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტური გამართება.
საბოლოო მონაცემების მიხედვით ,ხატია დეკანოიძემ 43, 33% აიღო, იოსებ ხახალეიშვილმა - 41, 45%.
რაც შეეხება საკრებულოს,18 დეპუტატი "ქართულ ოცნებას" ეყოლება, 17 კი ოპოზიციას. " მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" 1 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, "გახარია საქართველოსთვის" 2 დეპუტატით, ხოლო 14 წარმომადგენელი "ნაციონალური მოძრაობას"ეყოლება.
პროცენტული მაჩვენებელი ასეთია-"ქართული ოცნება" - 39, 15 %, "ნაციონალური მოძრაობა " - 37, 56%,"გახარია - საქართველოსთვის" - 6, 71%, "მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებელი "- 3. 31%.