ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელ ლერი გუმბერიძესთან ერთად აშშ-სა და კანადის მთავრობის ფინანსურ ოფიცერთა ასოციაციის (GFOA) ყოველწლიურ ფინანსურ კონფერენციაში მონაწილეობს.
მერი და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი, აღნიშნულ კონფერენციას ვაშინგტონში ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ესწრებიან.
აშშ-სა და კანადის მთავრობის, სახელმწიფო ფინანსების ოფიცერთა ასოციაცია, რომელიც 25 000-ზე მეტი წევრისგან შედგება, მასშტაბურ კონფერენციას ყოველწლიურად მართავს.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს: ბუღალტრულ აღრიცხვას, აუდიტს და ფინანსურ ანგარიშებს, ბიუჯეტირებას და ფინანსურ დაგეგმვას, კაპიტალურ ფინანსებს, ვალის მართვას, ლიდერობას და მენეჯმენტს, პენსიებისა და სარგებლის ადმინისტრირებას, რისკების მართვასა და უსაფრთხოებას, ხაზინისა და საინვესტიციო მართვას.
ფინანსურ ოფიცერთა ასოციაციის კონფერენციის მიზანია, ასოციაციის წევრებისთვის გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკაში განხორციელება.
კონფერენცია ვაშინგტონში სამდღიან პანელურ დისკუსიებს და პრეზენტაციებს მოიცავს.
2025 წლის I კვარტალში საქართველოში ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7%-ით (226.7 ლარით) გაიზარდა და 2 170.1 ლარი შეადგინა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
"საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 515.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთანშედარებით გაიზარდა 22.0 პროცენტით);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 163.0 ლარი (გაიზარდა 5.2 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 975.7 ლარი (გაიზარდა 11.3პროცენტით);
მშენებლობა - 2 908.9 ლარი (გაიზარდა 10.8 პროცენტით)
2025 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 744.2 ლარი, ხოლო კაცების - 2 601.3 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 204.1 ლარი (13.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 258.0 ლარი (11.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2025 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 184.2 ლარით (9.3%) გაიზარდა და 2 169.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 255.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.6 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 402.5 ლარი, გაიზარდა 12.1 პროცენტით) სფეროებში.
2025 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 300.9 ლარით (16.1%) გაიზარდა და 2 170.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი" | ნათქვამია საქსტატის მონაცემებში