რა უნდა სამუელ ბეკეტს?
რა თამაშის დასასრულს ვესწრებით განვითარებულ დასავლეთში?
რა გვითხრა რობერტ სტურუამ დღეს?
ჯერ კიდევ მეორე მსოფლიოს ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სამუელ ბეკეტს, ქუჩაში უცნობი ადამიანი დაესხა თავს, ჭრილობა სულ რამდენიმე მილიმეტრით ასცდა გულს. დიდხანს იწვა საავადმყოფოში. დამნაშავე დააკავეს. სასამართლოში წინასწარ მოსმენაზე ბეკეტმა ჰკითხა:
- რატომ?
- არ ვიცი, ბატონო, მაპატიეთ.
ვითარება იმდენად უაზრო და აბსურდული იყო, რომ მწერალმა განცხადება უკან გაიტანა.
გავა სულ ცოტა ხანი და მთელი მსოფლიო ჩაიძირება უაზრო, მხეცურ სისასტიკეში, ოსვეციმმა გააშიშვლა ადამიანის ბუნება “თამაშის დასასრული" ბეკეტმა დაწერა 1957 წელს, როცა ყველა მანამდე არსებულ ფასეულობა გადახაზა ომის საშინელებამ, რაც სიმართლედ იყო მიჩნეული ფერფლად იქცა.
- შეიძლებოდა ადამიანის მაღალ დანიშნულებაზე ლაპარაკი, მას შემდეგ, რაც ნიურბერგის პროცესზე ადამიანი კანისგა შეკერილი ხელთათამანი შეიტანეს,როგორც სისასტიკის ნივთმტკიცება და ატომური ომის აპოკალიფსი მოაწყვეს ხიროსიმასა და ნაგასაკში?
.... და ზის ორი დიდი ირლანდიელი ჯეიმს ჯოისი და სამუელ ბეკეტი და ქმნიან სრულიად ახალ სამყაროს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბეკეტის ძირითადი ნაწარმოები „ გოდოს მოლოდინში“ ბიბლიური სიუჟეტის ინტერპრეტაციაა, ბეკეტი თავის პირდაპირ წინაპრად ბერძნული ტრაგედიის ერთ-ერთ მამას , ესქილეს მიიჩნევდა, და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოხუცთა სახლში ერთადერთი წიგნი დანტეს“ ღვთაებრივი კომედია“ წაიღო, წიგნში ჩადებული იყო ღია ბარათი ჯიოტოს ნახატით, " წმინდა ფრანცისკი უქადაგებს ჩიტებს“, გასაგები ხდება სად უნდა ვეძებოთ ბეკეტის ხელოვნების სიღრმე და ფესვები.
სიბრმავე - პირდაპირი და მეტაფორული
ვუბრუნდებით „ თამაშის დასასრულს“
ინვალიდის სავარძელში უძრავად ზის ბრმა ქამი, მისი ეგზისტენციალური სივრცე აღსასრულის საშინელი მოლოდინით არის სავსე, კაცობრიობ ა იღუპება, იგი აიძულებს მოსამსახურეს ჭოგრიტით უყუროს ხმელეთის ზღვის _ ყველაფრის დაღუპვას და თვითონ გადარჩეს თავის სახლში. ქამის სახელიც ხომ ბიბლიური სიუჟეტიდანაა,შიმშილით კლავს თავის მშობლებს, რომლებიც ბუნკერებში ჰყავს დამწყვდეული და ელოდება მათ სიკვდილს, იგი გამუდმებით იხსენებს როგორ თქვა უარი პატარა ბიჭის გადარჩენაზე ოღონდ მას წარმოადგენს არა რეალურ ადამიანად, არამედ თავისი წიგნის პერსონაჟად. ქამი არაადამიანურად სასტიკია, თუმცა იგი მაინც შესაბრალისია
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რატომ შემოჰყავს ბეკეტს პატარა ბიჭი თავისი პიესების ფინალში, რომელიც ამბობს, რომ ხვალ მოვა გოდო და რატომ ინახავდა ოცი წლის ასაკში მასწავლებლის მიერ ნაჩუქარ წმინდა ფრანციკის გამოსახულებას სიცოცხლის ბოლომდე, შეგვიძლია ვიფიქროთ,იგი იტოვებს იმედის სხივს ალბათ ისე, როგორც უილიამ ფოლკნერმა თქვა ნობელის პრემიის მიღებისას: "მწერალმა არა მხოლოდ კაცობრიობის ცხოვრების მატიანე უნდა შექმნას,, არამედ მისი მაწარმოები უნდა იყოს საძირკველი, საყრდენი, რომ დაეხმაროს ადამიანს გაუძლოს და გადარჩენს.?
ახლა, როცა დედამიწა ჯერ გააჩერა პანდემიამ და მერე აპოკალიპტური სცენები დატრიალდა ისევ განვითარებულ დასავლეთში, ბეკეტი კვლავ აქტუალურია , აი, რატომ დაიდგა ეს სპექტაკლი რუსთაველის თეატრის სცენაზე, როგორც იესო იტყოდა: "ვისაც ყური აქვს, ისმინოს! იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა".
ავტორი ეთერ ნაცვლიშვილი