ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქუთაისში.
დაიტბორა გზები, გადაადგილება შეფერხდა, წყალი შევიდა ეზოებსა და სახლებში.

,,ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი, ბიჯო გადაკეტეთ მაინც აქაურობა. ყველა ჭის თავი ახდილია, ილეწება მანქანები, კანალიზაცია ზემოთ ამოდის, ყარს აქაურობა.
ძლიერი წვიმა თუ მოვიდა პარალიზება უნდა მოხდეს ქალაქის და კანალიზაციაში უნდა ვიცურაოთ?
თოვლი მოვა სტიქიაო, წვიმა მოვა სტიქიაო, უუნაროები ხართ, მავნებლები ხართ, ქალაქს კი არა ბატებს არ უნდა გაბარებდეთ თქვენ არავინ მისახედათ.,,-წერს ჯგუფში,,ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები,, მოქალაქე .
,,ასეთი ამბავია ყოველი გაწვიმების დროს.. ავტოქარხნის დასახლებაში ფრუიძეების, ქორქიას და წმ. საბას ქუჩებზე...არ არსებეობს სანიაღვრე სისტემა, არ არის ტრანსპორტი, რომ როგორმე ავტომშენებლის ქიჩამდე მაინც ჩავაღწიოთ...არაერთი მოთხოვნის მიუხედავად პატრონი არ ყავს ამ უბანს,,- წერს ადგილობრივი მაცხოვრებელი.
