ქუთაისელები დიდი ხანია საუბრობენ ქრონიკულ წყევლაზე, რომლისგანაც თავის დაღწევას ვერანაირი შელოცვა შველის. ამ აზრს ქალაქში არსებული მდგომარეობითაც ამტკიცებენ. მოდი და ნუ მისცემ ფაქტს განვრცობის საშუალებას მაშინ, როცა ქუთაისის ერთ-ერთ მართლაც მოუცილებელ და დაკონსერვებულ მერადყოფილ მურღულიამდე მივყავართ. ვერა და ვერ მოიცილა ქალაქმა უკიდეგანოდ უარყოფილი და განულებული ავტორიტეტის ჩინოვნიკყოფილი. მის მყარ კისერზე არაერთი მძიმე ფაქტია. მათ შორის საკმაოდ გახმაურებული სოციალური საცხოვრებლის საქმე, რომლის მშენებლობაშიც მილიონები გადაიყარა და ერთ წელიწადში ავარიულ მდგომარეობაშია., ქუთაისის კულტურული ცენტრის გაუპატიურება, მუზეუმის ნაცვლად ,,მაკდონალდსის’’ დუქნის ჩადგმა-დამახინჯებით. (ქუთაისელთა დიდ ნაწილს იქით გახედვა აღარ უნდა.) ,,უკიდეგანოდ გამჭვირვალედ და ობიექტურად’’ ჩატარებული, ხალხის ღირსება შემბღალავი და დამაკნინებელი ე. წ. კონკურსები, სხვადასხვა უცნაური ტენდერი, სრულიად ამაზრზენი საკადრო პოლიტიკა და ა. შ..... როგორც ამბობენ, დიდხანს მოუწია მურღულიას და მის ამფსონებს სირბილი შესაბამის ორგანოებში. ქუთაისში ჭორაობენ, რაც იშოვა და ყვლიფა ქალაქი, უკანვე მიატანინეს და თავადვე გაყვლიფესო., იმასაც ამბობენ, იმდენი ჭამა და აჭამა,, ტყავის გადასარჩენად მავანისთვის ვალდებულება გახდა მისი დაცვა-ლობირების გაგრძელება. ქუთაისურ ინფორმაცია-ინტრიგებში კარგად ჩახედულმა კომპეტენტურმა პირმა, პანდორას ყუთის მხოლოდ ნაწილს მოხსნა თავი, დანარჩენი მომავლისთვის შემოინახა მყარი მტკიცებულებებით.
ბუნებრივია, მერადყოფილ მურღულიას ჰყავს მხარდამჭერთა მცირე ჯგუფიც, მასთან ვალში მყოფი ჩინოვნიკები თუ ნაჩივნოკარები, (რომლებიც მზად არიან მამა-მარჩენალის დასაცავად თვალებიც კი ამოგკორტნონ), თუმცა უკმაყოფილოთა რიცხვი რომ კატასტროფულია, ცხადია.
ერთი სიტყვით, ბატონი მურღულიას ჯავშანი ძალზე სქელი გამოდგა. ვერც სახელმწიფო აუდიტის უმძიმესმა დასკვნამ ავნო, ვერც ქუთაისელების უარყოფითმა დამოკიდებულებამ, ისევ პირველკაცობისთვის ,,ჩალიჩობს’’ თუმცა ამ ეტაპზე უფრო დიდი ამბიციებით.
ქუთაისში დღეს აქტიურად და ღიად საუბრობენ იმაზე, რომ მამუკა მდინარაძის და გენადი მარგველაშვილის თავგადაკლული გულშემატკივრობით, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესაური ,,კლან-სასტავის’’ ლობისტობით. (ეტყობა ვერ შველის თავდაცვის მინისტრს მისიანების დამდურება და ყურის აწევა, მისი სახელით კვლავ სარგებლობენ. )ქუთაისში შოთა მურღულიას მესამედ მოსვლის ეტაპი იწყება. (ერთხელ მერად, მეორედ არჩევნებში ,,ოცნების’’ გადასარჩენად და მესამედ იგივე ამპლუაში.)
ქართული ,,ოცნების’’ქუთაისის ოფისის თავმჯდომარედ ნაცებისდროინდელი უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი და მყარი დასაყრდენი მოიაზრება, რომელიც მურღულიასთან შეხმატკბილებული ტანდემია, მოხერხებულობითაც გამოირჩევა, ფულის შოვნის ყისმათიც დაჰყვება, სხვას აფუჭებენ, ის კი არსად ჩანს.უკვე დაიწყო ყოფილი მერის, ჭიღვარიას კადრების ჩანაცვლება მესამედმოვლენილის კადრებით. ზურგიც გამაგრებულია, თავიც და კისერიც, თუმცა ,,ოცნების’’ საქმეს რა ეშველება წინასაარჩევნოდ, ესაა საკითხავი. ქუთაისის დანაწევრება-გადანაწილების ამაზრზენი თამაშის შედეგი ყოველთვის დაიდო ქალაქში წაგების ტოლფასი გამარჯვებით.. საციხოდ გამზადებული მერადყოფილის მესამედ ავტორიტეტად მოვლენა რომ უფრო აფუჭებს საქმეს, დავიჯერო, ვერ ხვდებიან ,,ზევით?!, თუმცა ეტყობა, რომ ხელისუფლებას ქუთაისელები ყველაზე ბრიყვი, უტვინო, უნიათო, გაუნათლებელი, ყვალაფრის საკადრებელ მასად მიაჩნია, ასეთის დაცინვა კი გამარტივებულია...ლობისტების ანუ შინაური მტრების დაბინდული გონების შედეგი კი ის იქნება, რომ შემოდგომაზე მართლაც საინტერესოდ დაითვლიან წიწილებს ქუთაისში.
ავტორი ნინო ძოწენიძე