ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, პოსტი პეტრე ადამაძემ ჩაიბარა . ის პოსტზე კონკურსის წესით დაინიშნა.
ამჟამად პეტრე ადამაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის დოქტორანტია.
როგორც ადამაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნამას ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.
გარდა ამისა, პეტრე ადამაძე იყო რეგიონულ მაუწყებელთა ქსელის აღმასრულებელი დირექტორი. შეგახსენებთ რომ
აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან კინწურაშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.