შიდა ქართლში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს, თემაზე დღეს ბრიფინგი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გამართა, მისი თქმით, ეს კონკრეტულ ოფისში რიგით მეოთხე ფაქტია და არცერთ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.
,,ეს არის "ქართული ოცნების" ხელწერა და იმის ნიშანი, როგორ აპირებენ არჩევნების ჩატარებას ბარბაროსულ ფაქტზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება‘’ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.