- პოლიტიკა
- გადასვლები: 1623
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სამიზნე მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის გაუმჯობესებისათვის პროექტების განხორციელებას იწყებენ
პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით”ფარგლებში ჟურნალისტებისთვის რიგით მეორე ონლაინ პრესკონფერენცია ჩატარდა. პრესკონფერენციის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს ქვე-გრანტების კონკურსის შედეგები გააცნეს.
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ ფინანსურად უზრუნველყოფს სულ 16 პროექტს, რომლებიც განხორციელდება 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში:
იმერეთში: ხონის, ვანის, თერჯოლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;
გურიაში: ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები;
რაჭა-ლეჩხუმში: ამბროლაურის და ცაგერის მუნიციპალიტეტები.
ყოველ სამიზნე მუნიციპალიტეტში განხორციელდება ორ-ორი პროექტი. პროექტების ხანგრძლივობა არ აღემატება 3 თვეს და მათი რეალიზაცია დასრულდება 2020 წლის 31 აგვისტომდე.
პროექტების განხორციელებაში აქტიურად იქნებიან ჩართული გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქოსაზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოხალისეები.
პროექტების გახორციელება მიზნად ისახავს:
- ადგილობრივისამოქალაქოსაზოგადოებისორგანიზაციებისგაძლიერებასადაგანვითარებას;
- ადგილობრივიმოსახლეობისინფორმირებულობის ამაღლებასსაჯარომმართველობისრეფორმისშესახებდასამოქალაქოსაზოგადოებისმონაწილეობასგადაწყვეტილებისმიღების პროცესში;
- მუნიციპალიტეტებშისაჯარო მმართველობის ელექტრონული რესურსების გამოყენების განვითარების ხელშეწყობას.
პრეს-კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“, მეწარმე ქალთა ფონდის და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
- ეკონომიკა
- გადასვლები: 159
2026 წლიდან Wizz Air - ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბრატისლავას მიმართულებით რეისებს დაიწყებს
Wizz Air - ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპის 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს, ხოლო 2026 წლიდან სრულიად ახალი - ბრატისლავას(სლოვაკეთი) მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. რეისები 12 იანვრიდან კვირაში ოთხჯერ შესრულდება.ამჟამად ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის 4 თვითმფრინავია ბაზირებული.
როგორც Wizz Air - ის წარმომადგენლების თქმით, საქართველო ავიაკომპანიისთვის სტრატეგიული მიმართულებაა.
ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი შეხვდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3 500 მ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. აღინიშნა, რომ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას, ასევე, აეროპორტი შეძლებს დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღებას
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით,აეროპორტებში ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.
იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა 14 %-ით გაიზარდა.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წლის პირველ ნახევარში 3 654 063 მგზავრსა და 17 ათასამდე რეისს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
გაერთიანების ინფორმაციით, რეკორდული იყო 2025 წლის პირველი ნახევარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსთვის. იანვარ-ივნისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელ ლერი გუმბერიძესთან ერთად აშშ-სა და კანადის მთავრობის ფინანსურ ოფიცერთა ასოციაციის (GFOA) ყოველწლიურ ფინანსურ კონფერენციაში მონაწილეობს.
მერი და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი, აღნიშნულ კონფერენციას ვაშინგტონში ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ესწრებიან.
აშშ-სა და კანადის მთავრობის, სახელმწიფო ფინანსების ოფიცერთა ასოციაცია, რომელიც 25 000-ზე მეტი წევრისგან შედგება, მასშტაბურ კონფერენციას ყოველწლიურად მართავს.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს: ბუღალტრულ აღრიცხვას, აუდიტს და ფინანსურ ანგარიშებს, ბიუჯეტირებას და ფინანსურ დაგეგმვას, კაპიტალურ ფინანსებს, ვალის მართვას, ლიდერობას და მენეჯმენტს, პენსიებისა და სარგებლის ადმინისტრირებას, რისკების მართვასა და უსაფრთხოებას, ხაზინისა და საინვესტიციო მართვას.
ფინანსურ ოფიცერთა ასოციაციის კონფერენციის მიზანია, ასოციაციის წევრებისთვის გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკაში განხორციელება.
კონფერენცია ვაშინგტონში სამდღიან პანელურ დისკუსიებს და პრეზენტაციებს მოიცავს.
2025 წლის I კვარტალში საქართველოში ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7%-ით (226.7 ლარით) გაიზარდა და 2 170.1 ლარი შეადგინა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
"საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 515.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთანშედარებით გაიზარდა 22.0 პროცენტით);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 163.0 ლარი (გაიზარდა 5.2 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 975.7 ლარი (გაიზარდა 11.3პროცენტით);
მშენებლობა - 2 908.9 ლარი (გაიზარდა 10.8 პროცენტით)
2025 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 744.2 ლარი, ხოლო კაცების - 2 601.3 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 204.1 ლარი (13.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 258.0 ლარი (11.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2025 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 184.2 ლარით (9.3%) გაიზარდა და 2 169.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 255.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.6 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 402.5 ლარი, გაიზარდა 12.1 პროცენტით) სფეროებში.
2025 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 300.9 ლარით (16.1%) გაიზარდა და 2 170.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი" | ნათქვამია საქსტატის მონაცემებში
