მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ სკანდალში ეხვევა. თანამდებობრივი ტკბობა ვერც კი მოასწრო, რომ ზელინსკის ადმინისტრაციის უმრავლესობამ მისი გადაყენება მოითხოვა. მიზეზი რამდენიმეა: სააკაშვილ-ადეიშვილის სატელეფონო საუბრები, რეფორმატორმა ვერაფერი გააკეთა, გაბუნიას საქმე, საქართველო- უკრაინის ურთიერთობებზე სააკაშვილის ფაქტორის უარყოფითი მოქმედება.
უკრაინელმა ჟურნალისტებმა უკვე შეიტანეს პროკურატურაში მასალები გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით. მართალია, ამ ეტაპზე ზელინსკის ადმინისტრაციის ხეწლმძღვანელმა მოახერხა სააკაშვილისთვის თანამდებობის შენარჩუნება, თუმცა როგორც ვარაუდობენ, დროებით..
,,ქართულ რეფორემებთან შედარებით ჩინური ვირუსი არაფერია,’’- ამბობს უკრაინელი პუბლიცისტი.