ქუთაისში კოვიდინფიცირებული პაციენტი კლინიკის მეოთხე სართულიდან გადახტა
ინფორმაცია ამის შესახებ ჩხობაძის კლინიკის ხელმძღვანელმა გოგიტა ბაბუნაშვილმა დაადასტურა.
ბაბუნაშვილის განცხადებით, 70 წლის მამაკაცი პალატაში რამდენიმე პაციენტთან ერთად იმყოფებოდა. ის აივანზე გავიდა და გადახტა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ ღამის საათებში მოხდა.
ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, ქუთაისის მერია უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.
სპეციალური ტრანსპორტი ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით, 16 აგვისტოდან იმოძრავებს:
1. მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულის გავლით - #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;
2. ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში - კლინიკა „ჰერას“ მიმართულებით;
3.ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში - მაღაზია „ემბავუდიდან“ „თეგეტამოტორსის“ მიმდებარე ტერიტორიამდე, #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;
4.ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში - საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;
5. სულხან -საბას ადმინისტრაციულ ერთეულში - სავაჭრო ცენტრ „ოთხიანის „ მიმდებარე ტერიტორიიდან, გუგუნავას ქუჩა.
6. საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში - საფიჩხიის ცენტრიდან;
7. გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში - ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ;
8. ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულში - ცენტრალური ბაღის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან;
9. უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში - გამარჯვების მოედნიდან;
10. გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში - კინოთეატრ „სულიკოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან.
11. ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში - ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან.
საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტი იმოძრავებს
10 :00 საათიდან 18:00 საათამდე.
აცრის მსურველებს წინასწარი რეგისტრაცია არ დასჭირდებათ, ისინი რეგისტრაციას ადგილებზე, ამცრელ დაწესებულებებში გაივლიან.