გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა.-ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი ავრცელებს. თორნიკე ბარათაშვილი წერს,რომ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად წყლის ჩასვლა ძირითადი ტაძრის ნართექსშიც დაფიქსირდა, სადაც უძველესი XII საუკუნის ფერწერაა.
,,უხარისხო დროებით გადახურვა 2020 წლიდან აქვს გელათის ღვთისმშობლის შობის და წმ. გიორგის ტაძრებს, რაც პირველად, მონტაჟიდან 1 თვეში დაზიანდა და 2021 წლის 19 იანვარს დასავლეთის მკლავის მდგომარეობა დაამძიმა.
ვეხმაურებოდით კომიტეტის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ რწმენა დროებითი გადახურვის საიმედობის შესახებ უსაფუძვლო იყო და მივუთითებდით მიზეზებზე, თუ რატომ არ შეიძლებოდა კიდევ ერთი ზამთარი მშვიდად ყოფნა.
კლიმატის გაუარესების შემთხვევამ (რაც გელათის ზონაში მოსალოდნელი და დასაშვები პირობაა) გამოაჩინა, რომ გადახურვის მდგრადობის მიუხედავად (კონსტრუქცია და თუნუქი არ დაზიანებულა), კონცეპტუალური წუნის გამო, ტაძრებში წყლის ინფლიტრაციის რისკები ვერ იქნა დაზღვეული.
კომიტეტში აცხადებენ, რომ მიმდინარე სამუშაოებით 5-6 თებერვილის დროს ტაძრებში წყლის შეღწევის ყველა ლოკაციას შეისწავლიან და ანგარიშის სახით წაურდგენენ საზოგადოებას.,,-თორნიკე ბარათაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ საძიებო სამუშაოებს.
ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.
სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს.
ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი.