რომელია ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიები საქართველოში?-ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ვიზიტორთა გაზრდილი ნაკადით გამოირჩევა-ნავენახევის მღვიმე - 33%,სათაფლია - 20%,მარტვილის კანიონი - 12%,პრომეთეს მღვიმე - 10%
ნავენახევის მღვიმე შედარებით ახალი ეკოტურისტული ობიექტია და ვიზიტორთა მხრიდან სწრაფად მზარდი ინტერესით გამოირჩევა. 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, რეკორდული ზრდა 33% სწორედ ნავენახევის მღვიმეში დაფიქსირდა.
ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მონახულებად 5 დაცულ ტერიტორიას შორისაა პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი, რომლებსაც ჯამში 619 743 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად პირველ ხუთეულში მოექცა ასევე ინდოეთიც.