პროექტს:"განხეთქილების დაძლევა ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის"- ქალთა ფონდი "სოხუმი" პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად 5 სამიზნე მუნიციპალიტეტში 4 წელია ახორციელებს.პროექტი პარალელურად მიმდინარეობს აფხაზეთსა და ოსეთში.
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ,მშვიდობის საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით ქართულ-აფხაზური და ოსური ნაციონალური კერძების დღე აღინიშნა.
წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი სამზარეულო და სოხუმური ყავა.ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები,პროექტის ფარგლებში შემუშავებული სამშვიდობო სტრატეგიის მიხედვით,აქტიურად მუშაობენ.
ანალოგიური ღონისძიება ხონში უკვე გაიმართა,სექტემბრის თვეში მსგავსი აქტივობები წყალტუბოში ზუგდიდსა და სენაკშია დაგეგმილი . პროექტის მთავარი მიზანია ქართულ-აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში მშვიდობიანი ურთიერთობების ხელშეწყობა და სახალხო დიპლომატიის განვითარება.