საქართველოს სახალხო დამცველი ჭიათურაში ჩავიდა და გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა.ლევან იოსელიანის თქმით,შეთანხმება აუცილებლად უნდა იქნას მიღწეული.
,,შევხვდი აქციის მონაწილეებს,სახალხო დამცველისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი,რაც ხდება,რადგან დაკავშირებულია შრომის უფლებასთან.ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში გავაგრძელებთ,რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს. რაც დავინახე ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს ხალხი არ არის განწყობილი რადიკალურად,ისინი მზად არიან,რომ წავიდნენ დათმობებზე,მაგრამ ამავე დროს,მეორე მხარესაც მოუწოდებენ,რომ დათმონ.ვიცი,რომ დანიშნულია სახელმწიფოს მიერ მედიატორი, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ჩვენ,სახალხო დამცველი,ვმუშაობთ,რომ პოზიციები იყოს დაახლოებული და მეორეს მხრივ უსაფრთხოება და შრომითი პირობები უნდა პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს,,-ლევან იოსელიანი.
ჭიათურაში 3000-მდე მაღაროელი გაფიცულია, ისინი ხელფასების 40 %-ით ზრდას,უსაფრთხოების გარანტიებს და ნორმალურ სამუშაო პირობებს ითხოვენ.მათ დღეს ჭიათურის ქუჩებში მორიგი საპროტესტო მსვლელობა გამართეს.გაფიცვის გამო არ მუშაობს არც ერთი მაღარო.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუთაისში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
️ნიკეას ქუჩაზე დასრულდა დავით ხახალეიშვილის სახელობის მე-17 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით , განახლდა შენობის გარე იერ-სახე და ინტერიერი, მოეწყო ძიუდოს დარბაზები, სავარჯიშო ოთახები, გასახდელები, სველი წერტილები. სპორტული სკოლის რეაბილიტაცია 603465 ლარით დაფინანსდა რგპ ფონდიდან.
კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას - ძიუდოს, ბერძნულ-რომაულს, თავისუფალს, სამბოს, 900 -მდე მოზარდი ეუფლება.
განახლებული დარბაზი გაიხსნა ქუთაისის ღია პირველობით ძიუდოში, 2012-2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის.
️მიმდინარეობს ნინოშვილის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სკვერში განახლდება საპარკე ინფრასტრუქტურა, შადრევანი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების და სარწყავი სისტემები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ძელსკამები, გაკეთდება ღობე და პანდუსები. პროექტის ღირებულებაა 1 250 812 ლარი და დაფინანსებულია რგპფ-ის მიერ.

️ნიკეას დასახლებაში გაკეთდა სრულიად ახალი ბალახის ჰოკეის სტადიონი, რომელიც ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისია. სტადიონის მოსაწყობად 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტი დააფინანსა სრიგპ-მა.