ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები 11 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ შეკრებას აანონსებენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
მე-9 დღეა, რაც შუქრუთში ხუთმა ადგილობრივმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ.
ისინი ცენტრალურ მთავრობას პრობლემის მოგვარებაში დახმარებას თხოვენ.
შუქრუთში დღეს პროტესტის 181-ე დღეა.