შპს „მაღაროელმა“ შუქრუთის პროტესტში მონაწილე 3 პირი – რომან მეგრელიშვილი, მალხაზ ლაბაძე და გიორგი ცარციძე სამსახურიდან გაათავისუფლა.
გათავისუფლების შესახებ დოკუმენტში მიზეზად წერია-"დასაქმებულმა ჩაიდინა ქმედება, რომელიც მიმართულია კომპანიის სამუშაო პროცესის შეფერხებისა და ზიანის მიყენებისკენ".
,,დღეს ჩაბარდათ განთავისუფლების ბრძანება , მექრთამეებისა და კრიმინალების კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზი,, სახლებს სასაფლაოების, ტაძრებს და ჩვენ საცხოვრის გარემოს რო ანადგურებს , თურმე მონურად უნდა დამორჩილდე და ხმის ამოღება დანაშაული ყოფილა,,-წერს გვერდი ,,სოფელ შუქრუთის გადასარჩენად,,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში 1 სექტემბრიდან ოთხმა ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.აქციები სოფელში 178 დღეა გრძელდება. მოსახლეობა,,ჰორჯიან მანგანეზის,, საქმიანობას აპროტესტებს