,,სოფელ შუქრუთის გადასარჩენად”, ,,ნუ გვინგრევთ სახლებს, ნუ გვაქცევთ ლტოლვილებად”, „სოლიდარობა შუქრუთს” - ამ ლოზუნგებით პარლამენტის წინ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის აქცია გაიმართა.
ამ დროისთვის პროტესტის უკიდურეს ფორმას ხუთმა ადამიანმა მიმართა. მათ პირი ამოიკერეს.ისინი „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას აპროტესტებენ და ამბობენ,რომ საცხოვრებელი სახლები ენგრევათ.ადგილობრივები ღირსეულ კონპენსაციას ითხოვენ და პრობლემით დაინტერესებას ცენტრალურ ხელისუფლებას თხოვენ.
მოშიმშილეები ღამის გათენებას პარლამენტის წინ აპირებენ.
ფოტო-ნინო გოგუა