დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მოსახლეობის აქციის 173-ე და შიმშილობის პირველი დღეა.
როგორც აანონსებდნენ, აქციის სამმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა.
ისინი ,,ჯორჯიან მანგანეზის,,საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლების დანგრევას აპროტესტებენ და სამართლიან კონპენსაციებს ითხოვენ.
აქციის მონაწილეები პრობლემით დაინტერესებას ცენტრალურ ხელისუფლებას თხოვენ.