ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს.ინფორმაციას,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის,, ავრცელებს .
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.
2023 წლის 4 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ ქალთა საფეხბურთო კლუბი „მართვე“ და მისი მწვრთნელი პაატა დოგრაშვილი პასუხისმგებლად ცნო ამავე კლუბის 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში.დოგრაშვილი ბრალს არ აღიარებს.
ფეხბურთელები ყოფილ მწვრთნელს სხვადასხვა სახის დისკრიმინაციაში, მათ შორის, სქესისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.