ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელ ნინო მშვილდაძესთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, წარმატებულ პირველკურსელებს შეხვდა.
" გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა ტრადიცია წელსაც არ დაარღვია და კარგი შედეგებით გაგვახარა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტობას, ვისურვებდი უმაღლეს სასწავლებელში მიღებული თქვენი ცოდნა მომავალში ბაღდათის კეთილდღეობას მოახმაროთ".-განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან წელს უმაღლეს სასწავლებლებში, მაღალი შეფასებით 20 პირველი კურსელი ჩაირიცხა.