ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ მერაბ კოსტავას სკვერში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.
" 35 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. გამორჩეული თარიღია საქართველოს ისტორიაში - ტრაგიკულიც და ამაღლებულიც. ამ დღემ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და სიმბოლური იყო, რომ სწორედ 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. მათი გმირობის და თავგანწირვის მაგალითზე თაობები გაიზარდა საქართველოში, რომლებიც დღეს ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანას აშენებენ."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
9-11 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
9-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება.
აღმოსავლეთ საქართველოში 9-11 აპრილს ზოგან წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში 9 აპრილს გამოიდარებს, 10-11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი იქნება.