დღეს,24 აგვისტოს, 15:00 საათზე სოფელ შუქრუთის მოსახლეობა კოროხნალის მაღაროსთან შეიკრიბებიან,შემდეგ კი მსვლელობით სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივლენ.
ს,,მშვიდობიანი მსვლელობით მივდივართ სოფელ ჭორვილაში ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რათა ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ მთავრობას და ჩაერთოს და შეასრულოს მედიატორის როლი და გადავჭრათ სამართლიანად ჩვენ სოფელსა და ჭიათურაში არსებული პრობლემები, რომელიც თაღლითების და კრიმინალების კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" უკანონო საქმიანობით არის გამოწვეული,,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებიც კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან მარგანეცის მოპოვების შედეგად ,დანგრეული სახლების სანაცვლოდ კომპენსაციებს ითხოვენ,მაღაროსთან პროტესტი აუკრძალა.კომპანია, აქციაში მონაწილე შუქრუთელებს, ფინანსური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და 5 მილიონ-ნახევრაზე მეტი ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
მოსახლეობა ჯორჯიან მანგანეზისგან ღირსეული კომპენსაციის მოთხოვნით, 164 დღეა ღამეს კარავში ათევს .დღეს პროტესტის 165-ე დღეა.