ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა სოფელ ჭორვილაში არ შეუშვეს.ისინი ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკრებას აპირებდნენ.
ჭორვილაში შუქრუთელებს ადგილობრივები დახვდნენ და სოფელში შესვლის საშუალება არ მისცეს.
პარალელურად მათ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.ოპერატორს ხელით შეეხნენ და მიკროფონი წაართვეს.
,,პირველ სექტემბრამდე თუ არ ჩაერთვება ამ პრობლემების მოგვარებაში ცენტრალური მთავრობა, პირველი სექტემბრიდან მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას , ვიკერავთ პირს და ვიწყებთ შიმშილობას,,-აცხადებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობა .
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებიც კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან მარგანეცის მოპოვების შედეგად ,დანგრეული სახლების სანაცვლოდ კომპენსაციებს ითხოვენ,მაღაროსთან პროტესტი აუკრძალა.კომპანია, აქციაში მონაწილე შუქრუთელებს, ფინანსური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და 5 მილიონ-ნახევრაზე მეტი ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
მოსახლეობა ჯორჯიან მანგანეზისგან ღირსეული კომპენსაციის მოთხოვნით, 164 დღეა ღამეს კარავში ათევს .დღეს პროტესტის 165-ე დღეა