გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში სამართალდარღვევები გამოავლინეს.
2 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში. მოქალაქეებს არარეგისტრირებული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული.
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი დაფიქსირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლეღვანში, დეისსა და მარელისში, სადაც მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს სხვადსახვა სახეობის ჯამში 16 ერთეული ხე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ვახანში, საქასრიასა და მარელისში, ასევე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვედში კი გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 4 ფაქტი.
მას შემდეგ, რაც აუქციონები დასრულდება, გამოჩნდება, ვის აქვს კონკრეტულად ინტერესი კონკრეტული სანატორიუმების მიმართ, ჩვენთვის მთავარია, რომ კურორტი განვითარდეს, დღეს არის ისეთი ტენდენციები, რომ ამისათვის ძალიან კარგი ნიადაგია შექმნილი და, შესაბამისად, ინტერესით ველით აუქციონის დასრულებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წყალტუბოს სანატორიუმებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
კითხვაზე, აქვს თუ არა დაინტერესება ბიძინა ივანიშვილს სანატორიუმებთან დაკავშირებით, რაზეც იგი 2019 წელს საუბრობდა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო სანქციებმა ხელი შეუშალა ახალი ინიციატივების განხორციელებას, თუმცა, სახელმწიფოს აქვს ყველანაირი რესურსი კურორტის გასავითარებლად.
„2019 წელს, თუ არ ვცდები, ნამდვილად ითქვა ასე. ამის შემდეგ იყო, სამწუხაროდ, 2020-2021 წლები, კოვიდის პერიოდი და ამის შემდეგ იყო 2022 და შემდგომი წლები, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამოქმედდა დე ფაქტო სანქციები. ამ დე ფაქტო სანქციებმა ხელი შეუშალა, ბუნებრივია, ახალი ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ამაში ლოგიკურად მოიაზრება, ბუნებრივია, წყალტუბოს ინიციატივა. თუმცა, ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის შექმნის ძალიან კარგ საფუძველს.
ზოგადად, რა თქმა უნდა, დე ფაქტო სანქციები ზღუდავს ფინანსურ შესაძლებლობებს, ბუნებრივია, ეს ასეა. თუმცა ამის მიუხედავად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს მთელ რიგ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. მას, მთლიანობაში, მრავალმილიარდიანი ინვესტიციები აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ეს სასტუმროც ამის ერთ-ერთი მაგალითია და არამარტო. მათ შორის, ტურიზმის სექტორში აქვს უამრავი ძალიან მასშტაბური ინიციატივა განხორციელებული, რამაც თვისებრივად შეცვალა ჩვენი ტურისტული შესაძლებლობები, გააძლიერა ჩვენი ქვეყანა ამ სფეროში, შესაბამისად, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, არასდროს ერიდება, პირიქით, ყოველთვის კონკრეტული ინიციატივებით გამოდის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ამის უამრავი მაგალითია. რაც შეეხება წყალტუბოს, ამასთან დაკავშირებით დეტალურად მოგახსენეთ. წყალტუბოს განვითარება ჩვენი პრიორიტეტია და ეს აუქციონი იქნება ძალიან კარგი დასაწყისი ამ ინიციატივის განხორციელებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.