თავისუფალი სტილით მოჭიდავე თამაზ ნიკოლეიშვილი 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონი გახდა.
სამტრედიელმა მოჭიდავემ ფინალში ქუთაისელი დავით კოღუაშვილი 4-3 დაამარცხა.
23 წლამდელთა შორის საქართველოს პირველობა გორში გაიმართა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე თამაზ ნიკოლეიშვილი 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონი გახდა.
სამტრედიელმა მოჭიდავემ ფინალში ქუთაისელი დავით კოღუაშვილი 4-3 დაამარცხა.
23 წლამდელთა შორის საქართველოს პირველობა გორში გაიმართა.
საქართველოს ნაკრები შერეულ წყვილებში ევროპის ჩემპიონი გახდა .
ისტორიული წარმატება თელაველმა მარიამ ფროდიაშვილმა და ქუთაისელმა გიორგი მუმლაძემ მოიპოვეს, რომლებმაც, ფინალში გერმანული წყვილი - ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი 17:15 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი პნევმატური იარაღებიდან სროლაში დღეს, 26 თებერვალს დაიწყო უნგრულ დიორში. ჩემპიონატში სხვა ორიოდ დისციპლინასთან ერთად 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით ტყვიის მსროლელი ახალგაზრდებიც ჩაებნენ შერეულ წყვილთა შეჯიბრებით, საქართველოს ნაკრებმა კი ჩინებული სტარტი აიღო - ოქროს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედალს აზერბაიჯანის I ნაკრები დაეუფლა, რომელშიც ჩვენი საერთაშორისო ტურნირის სტაჟიანი წევრები - ლეილა ალიევა და ვლადისლავ კალმიკოვი შედიან. გადამწყვეტ პაექრობაში მათ 16:2 მოუგეს ლატვიელებს.
შეგახსენებთ, შარშან ევროპირველობაზე მიქსში 2 ბრინჯაო გათამაშდა (მაშინ სხვა წესებით ჩატარდა) და ორივე ქართველებმა მოიპოვეს შემდეგი შემადგენლობით:პირველი წყვილი _იოანე ხვარეშია და მარიამ ფროდიაშვილი და მეორე წყვილი_ გიორგი მუმლაძე და მარიამ აბრამიშვილი.
ტყიბულელი ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია.
ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე 43 წამში, იპონით დაამარცხა.
ილია სულამანიძემ ბაქოს გრანდ-სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო.
მან ფინალში პოლონეთის წარმომადგენელი პიოტრ კუცერა დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.
ქუთაისელმა იოანე ხვარეშიამ გრანადაში, მსოფლიოს თასზე ახალგაზრდებში პნევმატური პისტოლეტიდან 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა,ასევე ქუთაისელი გიორგი მუმლაძე კი უმედლოდ დარჩა - მეექვსე ადგილზე გავიდა.
ბიჭებში პირადი პირველობა დღეს, 14 თებერვალს დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპი ქართველმა სპორტსმენებმა კარგად ჩაატარეს და 8-კაციან ფინალში 2 ქართველი მოხვდა - ხვარეშია და მუმლაძე. თან, მუმლაძეს საკვალიფიკაციოში საუკეთესო შედეგი ჰქონდა, ფინალში კი 2-2 ჩუბინი მხოლოდ საქართველოს და აზერბაიჯანს ყავდა.
ფინალში საუკეთესოდ გაისარჯა ყირგიზი იმანდოს ბეკტენოვი .მან 236.0 ქულით გაიმარჯვა. გერმანელი ანდრეას კოპლი 235.1 ქულით მეორეზე გავიდა, ხვარეშიამ კი 214.1-ით დაასრულა გამოსვლა. მუმლაძემ 153.8 ქულა დააგროვა.
ესპანურ გრანადაში, ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე დასრულდა შერეულ წყვილთა ტურნირი 10-მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, სადაც ფინალში ქართული გუნდები იბრძოდნენ. მეორე ნაკრებმა თელაველ მარიამ ფროდიაშვილისა და ქუთაისელ გიორგი მუმლაძის შემადგენლობით 17:9 დაამარცხა I ნაკრები - თბილისელი მარიამ აბრამიშვილი და ქუთაისელი იოანე ხვარეშია.

ბრინჯაოს მედალს ესპანელები დაეუფლნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში მათ აზერბაიჯანელებს მოუგეს.
ქართველებმა გრანადაში პირველივე დღეს გახსნეს მედლების ანგარიში - თითო ოქრო-ვერცხლი.

ტურნირი პისტოლეტში დღეს დაიწყო და ხვალ სპორტსმენებს პირადი პირველობა ელოდებათ.
ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ქვეყნის მასშტაბით 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ქუთაისის სახელით მოასპარეზე 23 მონაწილიდან ( მწვრთნელი რომეო გურეშიძე) 5-მა ოქრო, 11-მა ვერცხლი და 2-მა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გამარჯვებულ სპორტსმენებს, ტაეკვონდოს იმერეთის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელს ვლადიმერ ჯღამაძეს და გენერალურ მდივანს მიხეილ ასანიძეს ქუთაისის მერმა უმასპინძლა.
იოსებ ხახალეიშვილმა ნორჩ სპორტსმენებს მიღწეული შედეგი მიულოცა და სიმბოლური პრიზი გადასცა.
.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ.…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოებადედის დღედ 3 მარტი 33 წლის წინ,საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ …
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოება3-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოებახარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტისა…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაიმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 4…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოება