ქუთაისის ჯომარდობის ბაზის მშენებლობა დასრულებულია.
ჯომარდობის სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტით, ლესელიძის ქუჩაზე მოეწყო გამშვები ბაზა, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე მიმღები .
განახლებული ბაზიდან საჩვენებელი დაშვება მოეწყო, რომელსაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
" ქუთაისს აქვს ჯომარდობის კარგი გამოცდილება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. ექსტრემალური სპორტის ამ სახეობის განვითარებაში ხელს გვიწყობს მდინარე რიონის ის მონაკვეთიც, რომელიც ჩვენს ქალაქშია და ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სვლაგეზად ითვლება ჯომარდობის მოყვარულებში.
სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოგვეწყო ჯომარდობის გამშვები და მიმღები ბაზები, სადაც დღეს საჩვენებელ დაშვება მოეწყო.,,-იოსებ ხახალეიშვილი.
ჯომარდობის ბაზის რეაბილიტაციაზე 1 892 149 ლარი დაიხარჯა. პროექტი საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული პროგრამით დაფინანსდა.
