ლას-ვეგასში, „სფეროს“ არენაზე, UFC 306-ის ღონისძიების ფარგლებში ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონატო ქამრისთვის ოქტაგონზე მოქმედ ჩემპიონს, ამერიკელ შონ ო’მალის, დაუპირისპირდა, მეტოქე დაამარცხა და მეორე ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა იზეიმა.
მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. 33 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეთერთმეტე ბრძოლა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა ილია თოფურია, ის პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა იზეიმა. მან საჩემპიონო ქამრისთვის ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.