საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ,,დიდი 10” - ის ლიდერები ქუთაისური გუნდები ,,აია” და ,,არესი” არიან.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ,,აიამ” ოთხიდან, ოთხივე შეხვედრა მოიგო და 17 ქულით პირველ ადგილზეა. ქუთაისელებმა გუშინ ,,აია” არენაზე რუსთავის ,,ხარები” 24:12 დაამარცხეს.
დიდი 10- ის IV ტურში გამარჯვება იზეიმა ,,არესმაც”, რომელმაც საოცრად დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში სტუმრად ,,არმია” დაამარცხა ანგარიშით 48:41.
,,არესი” სატურნირო ცხრილში, 15 ქულით მეორე ადგილზეა.
მომდევნო ტურის შეხვედრებს ქუთაისური გუნდები 11-13 ოქტომბერს გამართავენ.
,,არესი” 11 ოქტომბერს ,,აია არენაზე” ბოლნისის ,,ყოჩებს” ეთამაშება (დასაწყისი-17:00).
,,აია” 13 ოქტომბერს სტუმრად ,,ხვამლს” დაუპირისპირდება.