საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 18 ოქტომბერს, ქუთაისში საქართველოსა და ლატვიის ნაკრები გუნდების ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი გაიმართება.
შეხვედრას, რომელშიც ქართველი და ლატვიელი ლეგენდარული ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, შენგელია არენა 21:00 საათზე უმასპინძლებს.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება შენგელია არენას სალაროებშიც.