ქუთაისელი მკლავჭიდელი, ბეთქილ ონიანი აღმოსავლეთ და დასავლეთ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. მან რუსი სპორტსმენი არტიომ ტაინოვი დაამარცხა და ქამრის მფლობელი გახდა. ის პროფესიონალებს შორის მარცხენა მკლავით ასპარეზობდა.
ქუთაისელი მკლავჭიდელი, ბეთქილ ონიანი აღმოსავლეთ და დასავლეთ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. მან რუსი სპორტსმენი არტიომ ტაინოვი დაამარცხა და ქამრის მფლობელი გახდა. ის პროფესიონალებს შორის მარცხენა მკლავით ასპარეზობდა.
ქუთაისმა ჰოკეი 5 - ში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრებები 3 დღის განმავლობაში მინდვრის ჰოკეის ახალ სტადიონზე მიმდინარეობდა. მასში 16 წლამდე ჭაბუკთა გუნდები საქართველოდან, დანიიდან, ლუქსემბურგიდან, ბულგარეთიდან და სომხეთიდან მონაწილეობდნენ.
პირველი ადგილი დანიის გუნდმა მოიპოვა, მეორეზე კი ბულგარეთის წარმომადგენლები გავიდნენ.
წარმატებული სპორტსმენები ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა დააჯილდოვა. ჩემპიონატი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრას გამართავს და ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში კიოლნში გაიმართება. გამარჯვებული მეოთხედფინალში გერმანიას შეხვდება.
მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული სამი თამაშიდან საქართველომ ოთხი ქულა მოიპოვა. თურქეთთან შეხვედრა წააგო ანგარიშით 1:3, ჩეხეთთან ფრე ითამაშა,ხოლო პორტუგალიასთან გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დღეს მესამე,ბოლო შეხვედრას გამართავს და პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში გელზენკირხენში გაიმართება.
მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ჩატარებული ორი თამაშიდან საქართველოს ერთი ქულა აქვს და ჯგუფიდან გასასვლელად პორტუგალიასთან მოგება ჭირდება.
შეგახსენებთ,საქართველომ თურქეთთან შეხვედრა წააგო ანგარიშით 1:3,ხოლო ჩეხეთთან ფრე ითამაშა.
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის აღსაზრდელებმა და საჯარო სკოლების
მოსწავლეებმა, კალათბურთში, მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთში და ბოჩაში იასპარეზეს.
გამარჯვებულ მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ.
ოლიმპიზმის დღე 23 ივნისს 1984 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანია ყველა თაობის ადამიანი დაკავდეს სპორტული ცხოვრებით და ფიზიკური აქტივობით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში…
ოთხშაბათი ივნისი 24
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, იმერეთის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიისა…
ოთხშაბათი ივნისი 24
In საზოგადოებადღეს თბილისის დროით 08:07-ზე,რაჭაში , ქალაქ ამბროლაურიდან დასავლეთით 7კმ-ში, სოფელი ხონჭიორში 4.4( ML) მაგნიტუდის მიწისძვრა…
სამშაბათი ივნისი 23
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ქ. თბილისში…
სამშაბათი ივნისი 23
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და…
ორშაბათი ივნისი 22
In საზოგადოება