საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიას მასპინძლობს. მატჩი რამდენიმე წუთის წინ,შენგელია არენაზე დაიწყო.
დღევანდელი შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდს აქვს შანსი, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს.
ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩვი ეტაპის ბოლო ტურში შვედეთს 3:0 მოუგო.იმ შემთხვევაში , თუ დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაამარცხებს, ჯგუფში მე-2 ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში ითამაშებს.