ქუთაისში, შენგელია არენაზე საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა დასრულდა.თამაში საქართველოს U21 წლამდელთა ნაკრების გამარჯვებით,ანგარიშით 2:1 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს,რასაც მალევე მაისურაძის გადაცემა და გორდეზიანის გოლი მოყვა.ანგარიში 61-ე წუთზე გათანაბრდა.გამარჯვების გოლი კი ლომინაძემ 71-ე წუთზე გაიტანა.საბოლოოდ ანგარიში 2:1 დაფიქსირდა.
აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და უეფას 2025 წლის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.