ხვალ საქართველო-ჩეხეთის მატჩის ტრანსლაცია ქუთაისში, ღია ცის ქვეშ განხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით,დიდ ეკრანზე თამაშის ყურება გულშემატკივარს ასსაფეხურიან კიბეებთან შეეძლება.
შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
,, 7 სექტემბერს, ევროპის ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ჩეხეთის ნაკრების თამაშის პირდაპირი ტრანსლირება გაიმართება ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს!,,-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.