საქართველოს სკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონი „ქუთაისი 2010“ ევროტურნირე პირველად ასპარეზობს. კალათბურთელები ფიბა-ევროპის თასზე J ჯგუფში გამოდიან, სადაც მათი მეტოქე ბულგარული „ბალკანი“ იყო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ბულგარელები მათსავე მოედანზე,ანგარიშით 86:78 დაამარცხა და ევროსარბიელზე ისტორიაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა.
გადამწყვეტი მეოთხე პერიოდის დასაწყისი აღმოჩნდა, რომლის დროსაც ქართველებმა 6-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს და დამთავრებამდე 2 წუთით ადრე თავად დაწინაურდნენ 6 ქულით.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გიორგი კორსანტია გახდა – 27 ქულა, 11 მოხსნა.
„ქუთაისს“ სამი ტურის შემდეგ ერთი მოგება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. მორიგ თამაშს "ქუთაისი 2010" საქართველოში, ქუთაისის სპორტის სასახლეში - 26 ოქტომებრს, "რაშის" წინააღმდეგ გამართავს.