6-9 ნოემბერს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ტაეკვონდოში, სადაც ქუთაისელი სპორტსმენი ალექსანდრე გურაბანიძე, კადეტებში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ალექსანდრე გურაბანიძემ (მწვრთნელი, რომეო გურეშიძე) ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული 5 ბრძოლა აშკარა უპირატესობით მოიგო.