1–3 ნოემბერს ქუთაისის 29–ე საჯარო სკოლის დარბაზში ჩატრადა ქალაქის პირველობა კრივში კადეტებსა და ახალგაზრდებს შორის. ტურნირზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ქუთაისის ნაკრები გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ქალაქის პირველობაზე გამარჯვებულ სპორტსმენებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
,,18 ნოემბერს მივემგზავრებით ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სადაც ჩვენი გუნდი (2007–2008 წწ.) საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ლატვიაში წამსვლელი გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, ტურნირზე 10 სპორტსმენით მივდივართ. დღევანდელ შეჯიბრებაში კი მოკრივეები საქართველოს ჩემპიონატისთვის შეირჩევიან“.-ირაკლი გვენეტაძე, იმერეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი.