ქუთაისელი ძალოსანი გურამ გიორბელიძე ევროპის (U23) ვიცე-ჩემპიონი გახდა.
გიორბელიძემ პოლონეთში მიმდინარე ევროპის 23 წლამდე ჩემპიონატზე, ატაცში ბრინჯაოს, ხოლო აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა!
ძალოსანმა კონტინენტის პირველობაზე, ატაცში 125 / 129 / 132 კგ. დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა.
გიორბელიძემ აკვრაში 156 / 162 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა, იგივე შედეგს მიაღწია ორჭიდის ჯამშიც - 294 კგ.