წინააღმდეგობის 300 დღე-დღეს,23 სექტემბერს, ქუთაისში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
შეკრების ადგილი უცვლელია-რუსთაველის ქუჩა, ქუთაისის მერიის შენობის შინ.
აქცია 19:30 წუთზე დაიწყება.
წინააღმდეგობის 300 დღე-დღეს,23 სექტემბერს, ქუთაისში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
შეკრების ადგილი უცვლელია-რუსთაველის ქუჩა, ქუთაისის მერიის შენობის შინ.
აქცია 19:30 წუთზე დაიწყება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ახალგაზრდა ამომრჩეველს მიმართავს.
,,4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს
მოქალაქეები ოთხი წლის ვადით აირჩევენ საკუთარი მუნიციპალიტეტების მერებსა და
საკრებულოების წევრებს. ამ მოქალაქეებს შორის იქნები შენც და კიდევ 46 000-ზე მეტი
ის ახალგაზრდა, ვინც წელს პირველად შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.
აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შენი პირველი ნაბიჯი საარჩევნო
უფლების გამოყენებაა. სწორედ ამ არჩევნებზე შენ პირველად გაქვს შესაძლებლობა
მიიღო მონაწილეობა არჩევნებში - პროცესში, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების
ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ასე რომ, როცა პირველად ემზადები ხმის მისაცემად, გახსოვდეს, რომ ეს არის
შესაძლებლობა, წვლილი შეიტანო შენი ქვეყნის, ქალაქისა თუ თემის მართვასა და
მომავლის ფორმირებაში. მხარი დაუჭირო შენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან
საკითხებს, ხელი შეუწყო დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საარჩევნო
კულტურის განვითარებას.
არ იფიქრო, რომ ერთი ხმა არაფერს ცვლის. ყველაფერი ერთი ხმიდან იწყება,
განსაკუთრებით, როცა ეს შენი ხმაა. შენ წყვეტ ვინ იქნება შენი მერი, ვინ იმუშავებს შენს
საკრებულოში და სწორედ ეს არჩევანი განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება ადგილი,
სადაც ცხოვრობ და რომელზეც გული შეგტკივა.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ უწყების
ხელმძღვანელისთვის, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი საერთო საქმე. სწორედ ამიტომ,
მოგმართავ - გამოიყენე შენი უფლება, მოდი არჩევნებზე და აირჩიე შენი
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა.,,- გიორგი კალანდარიშვილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2025 წლის 22 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და იმერეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ერდვათსა და ინწკვირეთში, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ადაძეებში, მოქალაქეებს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი. ერთ-ერთი საამქროს მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია წიწვოვანი სახეობის 21 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში კი, მოქალაქეს, საკარმიდამო ნაკვეთში, ლენტური და ცირკული სახერხი დანადგარები ჰქონდა უკანონოდ დამონტაჟებული. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო კაკლის სახეობის 16 და წიფლის სახეობის 37 ერთეული მორი.
ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 399 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 42 399 ლარი შეეფარდათ.
21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ქუთაისი–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი გზიდან…
კვირა ივლისი 26
In საზოგადოება26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა…
კვირა ივლისი 26
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და…
შაბათი ივლისი 25
In საზოგადოებაწყალტუბოს არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ…
შაბათი ივლისი 25
In სპორტიტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში გაიხსნა. ჰაბი პრემიერ-მინისტრმა გახსნა . ,,მოხარული ვარ,რომ დღეს…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოებაქუთაისი–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი გზიდან…
კვირა ივლისი 26
In საზოგადოება26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა…
კვირა ივლისი 26
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და…
შაბათი ივლისი 25
In საზოგადოებატექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში გაიხსნა. ჰაბი პრემიერ-მინისტრმა გახსნა . ,,მოხარული ვარ,რომ დღეს…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოებადღეს ქუთაისში ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ლექსებისა და ჩანაწერების კრებულის ,,ყველა ბაღიდან წავა ზამთარი,, პრეზენტაცია გაიმართება. 19…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოება